"მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში ნიშნავს მისი პარტიის წევრობას"

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები.
"გაუნათლებელ გახარიებს კიდევ ერთხელ. ელჩი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობაა და ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის დაფიქსირება. სააკაშვილის სურათი კაბინეტში დამხვდა, როდესაც ჩავედი. სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ყველა ელჩის ოთახში მთელ მსოფლიოში, სადაც მისია ჰქონდა საქართველოს. ეს სტანდარტი სამინისტროს მიერ განისაზღვრებოდა. მე ვერც დავკიდებდი და ვერც ჩამოვხსნიდი.
მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში ნიშნავს მისი პარტიის წევრობას. ეს მრავალჯერ ავხსენი, მაგრამ უმეცრებაზე შელოცვა არ ვიცი“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




