მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე წარმატებულ ბორჯომელ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცეს

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე წარმატებულ ბორჯომელ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცეს.
ბორჯომის სასპორტო სკოლის მკლავჭიდის სექციის სპორტსმენი გოგა ბლიაძე 50 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ალექსანდრე კაპანაძემ მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო ნელი უსტინენკო მეოთხე ადგილზე გავიდა.
მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.
თაგები:
ბორჯომი













