მოძრაობა “აფხაზეთისთვის” 20 აპრილს გაეროს შენობასთან აქციას მართავს


ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა "აფხაზეთისთვის" 20 აპრილს, 13:00 საათზე გაეროს შენობასთან დევნილი საზოგადოების უფლებების დასაცავად, ასევე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის რეალური პოლიტიკის წარმოების მიზნით აქციას გამართავს.
"ვთვლით, რომ გაეროს შეუძლია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებში, სწორად შეაფასოს და გაზომოს კონფლიქტის ტრასნფორამციაზე ზემოქმედების რეალური რესურსები და დაგვეხმაროს, მხარი დაგვიჭიროს ჩვენ, დევნილ საზოგადოებას, ვიყოთ აქტიურად ჩართული ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული საკითხის დარეგულირების პროცესში და არა გარიყული პროცესებიდან.
დევნილების ხმა უნდა ისმოდეს! დევნილების მონაწილეობა უნდა გაიზარდოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში!
მოძრაობა-აფხაზეთისთვის შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად ჩაერთოს დევნილების დაბრუნების რეალური ხედვების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში", – აცხადებენ მოძრაობაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს