"მოგმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, ყველა მოქალაქეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში წინააღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს"


ავტორი
Front News საქართველო
მოგმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში წინააღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს, ვინაიდან ეს ყოველივე არის ჰიბრიდული ომი, სადაც თითოეული მოქალაქე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცი, - ამის შესახებ დაკავებული აქტივისტების საერთო განცხადებაშია აღნიშნული.
დაკავებული მოქალაქეები ყველას მოუწოდებენ, რომ გვერდში დაუდგნენ “ერთობას”.
"ჩვენო თანამებრძოლებო, მოგესალმებით ციხიდან და მოგმართავთ ერთობლივი განცხადებით. 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი დღე, როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ჩვენი პროტესტისთვის. მას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის დაცვაში. მოგიწოდებთ ყველას, რომ გვერდში დაუდგეთ “ერთობას” და თავადაც გახდეთ იმ ზეპარტიული, ეროვნული ერთობის წევრები, რომლის უმთავრესი მიზანიც საქართველოს გადარჩენაა.
მოგმართავთ სტუდენტებს, საჯარო მოხელეებს, სამხედროებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში წინააღმდეგობა გაუწიოთ ავტორიტარულ რეჟიმს, ვინაიდან ეს ყოველივე არის ჰიბრიდული ომი, სადაც თითოეული მოქალაქე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცი. ნუ შეშინდებით ჯარიმებითა თუ პატიმრობით, შიშისგან რჩევებს ნუ მიიღებთ. ეს არის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის და ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, გვევალება თავგანწირული ბრძოლა!
ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
(ამ წერილის დედანს თან ახლდა ხელმოწერები, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოგვართვა. ამიტომ, გთავაზობთ ხელმოწერათა ჩამონათვალს. ეს კონკრეტული განცხადება გამოხატავს იმათ ნებას, ვინც მოვახერხეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ვართ ამავე განცხადების ხელმომწერნი. სხვა პატიმრებს შეგიძლიათ სიტყვიერი თანხმობით შემოუერთდეთ ჩვენს განცხადებას)” , - აღნიშნულია განცხადებაში.
წერილს ხელს აწერენ: ზ. ცეცხლაძე; გ. მირცხულავა; ვ.თეთრაშვილი; ს. ჯიქია; ვ. კასრაძე; ვ. კაძელაშვილი; ი. ალიევი; თ. გოშაძე; ი. მიმინოშვილი; გ. გორგაძე; ნ. ჯავახიშვილი; ო. ცხადაძე; რ. კიკნაძე; ი. ქერაშვილი; გ. ტერიშვილი; ჯ. არჩია; ლ. ჯაბუა.
თაგები:
მიმართვა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა