“მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასდროს დათმობდნენ და უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა დიალოგი განაგრძოს და მოლაპარაკება ბოლომდე მიიყვანოს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ოპოზიცია არ იყო მზად შეთანხმებისთვის, რადგან ხელისუფლების ოპონენტები "ქართულმა ოცნების" მხრიდან, კომპრომისის გაკეთებას მნიშვნელოვანი სამართლიანი პრინციპების ხარჯზე ითხოვდნენ.
ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა არის შეუძლებელი, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მათ აირჩიეს პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად მათ აირჩიეს, რომ ამ პარტიებს ყველას გვემუშავა პარლამენტში, ვინც სცა პატივი მოქალაქეების არჩევანს, ცხადია, ეს არის „ქართული ოცნება“ და ორი ოპოზიციური პარტია და ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია.
შესაბამისად, ამ პრინციპით თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერც საარჩევნო რეფორმას გავაგრძელებთ და ვერც შევთანხმდებით, თუ რეალურად რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. მოგვიწოდებენ დავთმოთ ის, რასაც თვითონ არასდროს არ დათმობდნენ და მეტსაც გეტყვით, ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც არც კი ეკუთვნით მათ. რაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, ზურგი უნდა შევაქციოთ თურმე ჩვენს მხარდამჭერებს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები.
შესაბამისად, არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ მომდევნო არჩევნებში თუ „ქართული ოცნება“ ისევ გაიმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებთ მომდევნო არჩევნებშიც, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. ვინაიდან, რვა მარტის შეთანხმებაში სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ აუცილებლად პატივს სცემდნენ და დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქაც დაარღვიეს პირობა და არ დაუჭირეს მხარი, პარლამენტში არც კი მოვიდნენ კენჭისყრაზე, როდესაც მათთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განიხილებოდა, აი, ეს არის დამოკიდებულებები რამდენიმე კონკრეტული მაგალითი რომ გაჩვენოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს