Logo

“მოლაპარაკებების პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს კობახიძის განცხადებები”

საზოგადოება
1050
Frontnews image description

"გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს, ვინაიდან ოპოზიცია იმ ადამიანებს ელაპარაკება, რომლებიც გადაწყვეტილებას არ იღებენ. 

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებები აზიანებს. 

"არც ერთი საკითხი არ არის დახურული. ყველა ეს საკითხი, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხი, ისევე როგორც ხელახალი არჩევნების საკითხი, არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ 6 პუნქტში. შესაბამისად, მათ დადეს პირობა, ყოველ შემთხვევაში ბატონმა ღარიბაშვილმა, თავის დროზე, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ იყო, რომ ისინი ამაზე ჩვენთან ისაუბრებენ. გვესმის, რომ ველაპარაკებით ადამიანებს, რომლებიც თვითონ არ არიან გადაწყვეტილების მიმღები და მათ უკან დგას ადამიანი, რომელიც რა მოტივებით მოძრაობს, ცოტა რთული სათქმელია. ამიტომ მიჭირს პროგნოზის გაკეთება. 

მგონია, რომ მოლაპარაკებების პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს თვითონ კობახიძის განცხადებები რამდენიმე დღის განმავლობაში. ერთხელ რომ დაამთავრა მოლაპარაკებები, მეორე დღეს გვლანძღა, გუშინ რასაც ვუსმინეთ, შიგნით სხვა ტონალობით საუბრობდა, გარეთ ისე, როგორც ალეკო ეძახის, მეორე კობახიძებე იყო", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. შეხვედრაზე შესვლის წინ, მედიასთან კომენტარები ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

თაგები:

Advertisement