მოლდოვაში არჩევნების პირველი შედეგები ცნობილია


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს და პირველი შედეგები უკვე ცნობილია.
მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ხმების 25%-ზე მეტი დათვლილია, კერძოდ, 612 საარჩევნო უბანი: მაია სანდუს მმართველმა პარტიამ 39,59% მიიღო; პრორუსულმა "პატრიოტულმა ბლოკმა“ 31,83%.
მოლდოვაში პარლამენტის 101 წევრს ირჩევენ და დღევანდელი არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2000 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ხოლო კიდევ 300 - საზღვარგარეთ.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს