მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუს და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.
მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
მსოფლიოს 37 ქვეყანაში გახსნილია 234 საარჩევნო უბანი.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ მიიღო ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს