“მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ”


ავტორი
Front News საქართველო
მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, ახალი ფორმით ჩატარდება და პროპაგანდისთვის საბაბს მოვსპობთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამისთვის საბაბს ეძებს, ოპოზიცია კი მომდევნო აქციებზე ისეთ დისტანციას დაიჭერს, რომ ეს საბაბი მოისპოს.
"ამ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების და გარე მეგობრების შეცდომაში შესაყვანად საბაბს ეძებენ, სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ. მომდევნო აქციებზე ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, მაგალითად, დღევანდელი ფორმა როგორიც იყო, ასეთი აღარ იქნება.
დღევანდელი აქცია იყო სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი, თუმცა ვხედავთ, რომ პროპაგანდაში იმის გამოყენება ხდება, სადაც შეიძლება პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეხების არალეგიტიმური საბაბი იყოს. იმხელა დისტანციას დავიჭერთ, რომ სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ. ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების სახელით ვლაპარაკობ. კარვები დარჩება ისე, როგორც არის. აქციები, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ჩატარდება მხოლოდ ახალი ფორმით. 13-ში რა მსვლელობაც იყო, იმას არანაირი პრობლემა არ აქვს. ვნახეთ დღეს რა პრობლემაც ჰქონდა პიკეტირებას, ვთქვით, რომ არანაირ ბლოკირებას არ ვაპირებთ, თუმცა მაინც მოხდა მცირე ინციდენტები. მერე ვხედავთ, რომ ამ ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ პროტესტს საბაბად იყენებენ პროპაგანდაში და ისე ვიზამთ, რომ ამ საბაბის გამოყენება ვერ შეძლონ ან ძალიან გაუჭირდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს