“მოქალაქეები” თვითმმართველობის არჩევნებში განახლებული საარჩევნო ნომრით იყრის კენჭს


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “მოქალაქეებმა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინეს. ცესკოში “მოქალაქეებს” ივანე ნორაკაძე წარმოადგენს.
“მიხარია, რომ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება (თვითმმართველობის არჩევნებს ვგულისხმობ), პირველი: ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი და რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნებიან წარმოდგენილი, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი პარტიის ინტერესი და ამ შემთხვევაში ჩვენი პარტიის, მაქსიმალურად იქნას დაცული”, – განაცხადა პარტია “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.
ალეკო ელისაშვილის პარტია თვითმმართველობის არჩევნებში განახლებული საარჩევნო, 7 ნომრით იყრის კენჭს.
თაგები:
