“მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ”


ავტორი
Front News საქართველო
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს ვაქცინაციის საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ვებპორტალის შექმნას უკავშირდება.
„დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე მათ არჩევანს უფრო მეტად გააფართოვებს, ეს არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება მიეცემათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, პორტალზე მოქალაქეთა დარეგისტრირება იქნება საშუალება, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.
„მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა გადავწყვიტოთ, შემდეგ რომელი ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს