Logo

მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

Frontnews image description

მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამშაბათს ღამით მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

დაკრძალვის დროს და ადგილის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მონუმენტური მხატვრის სპეციალობით. 1997 წლიდან იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები