მორავეცკი – თუ გერმანია არ დათანხმდება უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემას, ჩვენ შევქმნით პატარა კოალიციას


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთი უშვებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობას უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდების მიზნით გერმანიის გარეშე, თუ ქვეყანა არ დათანხმდება Leopard 2-ის გადაცემას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, მიუღებლად მიიჩნევს გერმანიის ქცევას Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და არ ესმის, რა უნდა მოხდეს კიდევ იმისთვის, რომ ქვეყანამ “გაახილოს თვალები და დაიწყოს მოქმედება გერმანიის პოტენციალის შესაბამისად“.
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, თუ გერმანია არ არის მზად, დამოუკიდებლად მიაწოდოს ტანკები უკრაინას, სხვა პარტნიორებს ხელები მაინც არ უნდა შეუკრას.
“ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებსაც სურთ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას გაუზიარონ. ჩვენ ვერ ვუყურებთ როგორ იცლება უკრაინა სისხლისგან”, – განაცხადა მორავეცკიმ.
პოლონეთი უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის გადაცემას აპირებს.
თაგები:
მატეუშ მორავეცკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს