მორავეცკი – თუ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, ომი ჩვენთან მოვა


ავტორი
Front News საქართველო
რაკეტის ჩამოვარდნა სოფელ პრჟევოდოვში ხაზს უსვამს იმას, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეწყდება, ომი პოლონეთის ტერიტორიაზე მოვა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
“ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით პრჟევოდოვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები ასი პროცენტით, თუმცა დანამდვილებით ვიცით ძირეული მიზეზი, მთავარი მიზეზი და ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიაა.
დღეს პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს უკრაინისთვის ზურგის შებრუნებაა, რადგან ამ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, უკრაინა რუსეთზე დიდად დამოკიდებული იქნება. თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება, ჩვენ არ მოგვიწევს აბსოლუტურად არაფრის გაკეთება ომის პროვოცირებისთვის – ომი თავად მოვა ჩვენთან. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა. პასიურობა ჩვენთვის თვითმკვლელობა იქნება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
თაგები:
მატეუშ მორავეცკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს