Logo

“მორიგი გადაგდება იყო თალაკვაძის განცხადება, რომელიც სიტყვასიტყვით იყო გამიზნული, არ ჩამოხვიდეო”

საზოგადოება
868
Frontnews image description

ხელისუფლებამ გადაგდებების სერია დაიწყო – ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ლევან სამუშიამ "ტვ პირველთან" განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავრობის პირველმა პირებმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ფაქტობრივად უთხრეს, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ. 

"ქვეყანაში გაუსაძლისი სიტუაციაა, ახლა უკვე ცენზურას უწესებენ როგორც ვხედავთ ადამიანებს და როგორ გგონიათ, ჩვენ ამას შევეგუებით? ამის შეგუება ნიშნავს პირდაპირ რუსეთში საქართველოს წაყვანას, რასაც აკეთებს ივანიშვილი. ქვეყანაში ოლიგარქია, სასამართლო ფაქტობრივად არ არსებობს, კლანია, პოლიტიკური მმართლმსაჯულებაა, იმის იქით რა არსებობს? მეტი რა უნდა უთხრან, ან რა უნდა გააკეთონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რაც შეიძლება ითქმოდეს, ყველაფერი უთხრეს. ტოტალიტარულ საგიჟეთში ვცხოვრობთ, დასავლელებმა ყველაფერი იციან და ხელისუფლება რას აკეთებს? გადაგდებების სერია დაიწყო. მთავარი გადაგდება ხომ გახსოვთ როდის იყო? სალომე ზურაბიშვილი რომ გამოიყვანა, მეორე გადაგდება მაშინ იყო, ღარიბაშვილს ხელი არ ჰქონდა ჩამორთმეული, დამთავრებული, მეორე დილას განაცხადა, ბატონ მიშელთან დაკავშირებით წითელი ხაზებიაო. მერე კიდევ, დანიელსონს ქვეყნიდან აგდებდნენ ხალხნო, ეს არის გადაგდებების სერია. მორიგი გადაგდება იყო გუშინ თალაკვაძის განცხადება, რომელიც სიტყვასიტყვით იყო გამიზნული, არ ჩამოხვიდეო, მეტს არაფერს არ ნიშნავდა", – განაცხადა სამუშიამ.

თაგები:

Advertisement