Logo

მოსამართლემ მისი აცილების შესახებ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საზოგადოება
1480
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ.

„სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის კოდექსით და განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლის პოზიცია არის ის რომ, ბრალდებები არის ყოვლად დაუსაბუთებელი, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იქნებოდა აცილების საფუძველი. არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა აცილებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებებს ახორციელებს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად, არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა“, – განაცხადა მოსამართლემ.

მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ, აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თაგები:

Advertisement