Logo

მოსამართლემ 4 ოქტომბრის საქმეზე ადვოკატები პროცესიდან გააძევა, ბრალდებულებმა კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

სამართალი
174
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა კახიძე სასამართლო პროცესიდან გააძევა. 

მოსამართლესა და დიმიტრი საძაგლიშვილს შორის კამათი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ ადვოკატის შეკითხვას მოჰყვა. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და იცნობდა თუ არა შსს-ს განცხადებებს, იმ დღეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ამ შეკითხვას ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოჰყვა შეკითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლეს მოსთხოვა, რომ აეხსნა, თუ რატომ განარიდა მისი შეკითხვა, რასაც კამათი და შემდეგ ადვოკატების გაძევება მოჰყვა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები