Logo

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ ეპარქიებში პროპაგანდისტული ბუკლეტები და ოკუპანტების ყოფილი საწყობები აღმოაჩინეს

უკრაინა
650
Frontnews image description

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკა ჩაატარა. 

 

კონტრდაზვერვის ღონისძიებები ჩატარდა ხერსონის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, რივნოს ოლქებში.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, ეკლესიების ტერიტორიებზე ჩხრეკისას აღმოჩენილია კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა, უკრაინაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალები და რუსული სიმბოლიკა.

 

ამასთან, ხერსონის ოლქში წმინდა იოანე კრონშტანდტელის ეკლესიაში ნაპოვნია ყოფილი საწყობები საოკუპაციო დაჯგუფებების ქონებით.

 

უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, ოკუპანტებმა საწყობები მოაწყეს ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ანატოლი კორნევის ხელშეწყობით, რომელიც უკრაინული ძალების მიერ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გაიქცა.

 

რივნოს ოლქში წმინდა სამების მონასტერში კი, აღმოჩენილია ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული გაერთიანების პროპაგანდისტული მასალები.

თაგები:

უკრაინა
Advertisement