მოსკოვის სასამართლომ ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვის სასამართლომ დამოუკიდებელი ტელეარხ „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელსა და წამყვანს ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
კოტრიკაძე, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს, დამნაშავედ ცნეს რუსეთის არმიის შესახებ„ფეიკების“ გავრცელებაში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „დოჟდი“ რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, არხის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის კოტრიკაძე - „უცხოეთის აგენტად“.
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ამჟამად ამსტერდამიდან საქმიანობს.
თაგები:
ეკატერინა კოტრიკაძე




