Logo

მოსკოვში ვიზიტის დროს რობერტ ფიცო პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილს გადასცემს

უკრაინა
55
Frontnews image description

მოსკოვში ვიზიტის დროს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილს გადასცემს, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რასტისლავ ჩოვანეცმა, ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფიცოს ასევე შეუძლია პუტინისგან მიიღოს ღირებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულების ძალისხმევას.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია კონფლიქტის ყველა მხარესთან კომუნიკაცია და ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება.

ხოვანეცმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთ ევროპელმა რამდენიმე ლიდერმა უკვე დაიწყო ომის დასრულების შესახებ პუტინთან დიალოგის აუცილებლობის იდეის პოპულარიზაცია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები