"მოთმინება ძალიან სწრაფად მეწურება" - ტრამპი პუტინს სანქციებით "ძლიერი დარტყმით" ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
შეერთებულ შტატებს შეუძლია სანქციებით რუსეთს ძლიერი დარტყმა მიაყენოს, სამიზნე რუსული ნავთობი და ბანკები იქნება, - ამის შესახებ იტყობინება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, იწურება თუ არა მისი მოთმინება ვლადიმერ პუტინის მიმართ.
"დიახ, იწურება და ძალიან სწრაფად, მაგრამ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. გასაოცარია, როდესაც პუტინს სურდა ამის გაკეთება,ზელენსკის არ სურდა. როცა ზელენსკის სურდა, პუტინს – არა. ახლა ზელენსკის სურს და პუტინი – კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ძალიან, ძალიან გადამწყვეტი მოქმედება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი აზრით, ზელენსკის ახლა მშვიდობა სურს და პუტინი საეჭვოა, ამიტომ შეერთებულ შტატებს ძალიან მკაცრი მოქმედება მოუწევს.
"ძლიერი დარტყმები იქნება ბანკებთან დაკავშირებით, ასევე ნავთობსა და ტარიფებთან დაკავშირებით ზომები, თუმცა მე ეს გავაკეთე, ბევრი რამ გავაკეთე“, - განაცხადა ტრამპმა.
მან გაიხსენა, რომ 50%-იანი ტარიფები დააწესა ინდოეთზე, რომელიც „რუსეთის ყველაზე დიდი კლიენტი“ იყო და ეს იყო "რთული გადაწყვეტილება".
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს