Logo

“მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და მოხდეს გასაჯაროება, რა გეგმაა გელათის გადასარჩენად”

საზოგადოება
1459
Frontnews image description

"მაშინ როცა გელათი ნადგურდება, კულტურის ახალი მინისტრის თეა წულუკიანის პრიორიტეტი განსხვავებული აზრის დევნაა" – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. 

გიგა შუშანია გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს

"სანამ ახალი კულტურის მინისტრი განსხვავებული აზრის დევნით არის დაკავებული, მანამ გელათი კვლავ განაგრძობს განადგურებას, ნადგურდება უნიკალური ფრესკები. ნორმალური ქვეყნის კულტურის მინისტრი ახლა უნდა იყოს აქ და უნდა იყოს დაკავებული გელათის გადარჩენით, მაგრამ სამწუხაროდ, ქალბატონი წულუკიანის პრიორიტეტი არის განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და მოხდეს გასაჯაროება, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას გელათის გადარჩენისათვის. თქვენ უყურებთ, რომ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს და გელათი ყოველდღიურად განაგრძობს განადგურებას. ამ წუთას სხვებისკენ ხელის გაშვერით არიან დაკავებული. 

თუ თვითონ არ ყოფნით კომპეტენცია, შეუძლიათ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, ან ის ადამიანები ჩართონ, რომელთა ხელმძღვანელობითაც გადაიხურა სამრეკვლო, გელათის აკადემია და უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა. ეს ადამიანები ჩართონ, იმიტომ რომ 10 წელია, გასული ამ რეაბილიტაციის შემდეგ და არც ერთ ამ ძეგლს დღემდე პრობლემა არ შექმნია. დროულად უნდა დაიდოს გეგმა რას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალალო შედეგი დადგება" -განაცხადა შუშანიამ.

თაგები:

Advertisement