“მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და იმუშაონ ერთად, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები”


ავტორი
Front News საქართველო
ALDE-ს პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისკენ, ასევე ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნისკენ მოუწოდებს.
"პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა წინა პარასკევს, არის აშკარა დასტური იმისა, რომ საქართველოში პოსტსაარჩევნო კრიზისის პრაქტიკული მოგვარება ახლა უფრო გადაუდებელია, ვიდრე ოდესმე – შემდეგი ნაბიჯები საჭიროებს ჩართულობასა და გამოსვლას პოლიტიკური ჩიხიდან და არა შემდეგი სადამსჯელო ქმედებებს ოპოზიციის წევრების მისამართით. ვარ ლიბერალი და საქართველოს მხარდამჭერი. როგორც Liberal International-ის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტი, ევროპის პარტიიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კონტინეტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც ჟღერს განსხვავებული აზრი, ხოლო პოლიტიკური განსხვავებები პარლამენტში გვარდება და არა სასამართლოში ოპოზიციონერი ფიგურების დაუსაბუთებელი დაკავებით.
ახლა არის დეესკალაციისა და დიალოგის დრო და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების. მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტამდე, მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და იმუშაონ ერთად, რომ დაინიშნოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ახალი არჩევნების თარიღი", – აღნიშნულია ჰანს ვან ბაალენის განცხადებაში
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს