“მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან”


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მიმართულებების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს.
როგორც ბორელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ყველა პარტია შეთანხმების მიღწევისკენ ნაბიჯს გადადგამს.
"პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთავაზება დაიდო მაგიდაზე, იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა მოიძებნოს. შეხვედრის დროს მივიღეთ გარკვეული ახალი ინფორმაცია. მივესალმები, პოზიტიურ განვითარებას, რომ "ქართული ოცნება" ხელს აწერს ახალი შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმების მიღწევისკენ. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან და დემოკრატიული კონსოლიდაცია გააგრძელოს",- განაცხადა ბორელმა
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს