Logo

“მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ფარგლებს”

საზოგადოება
684
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თაგები:

Advertisement