“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად”


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან.
აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და განვითარებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს