მყინვარწვერზე დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
მთამსვლელი, რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გაყინული იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ თოვლის მასიდან უკვე ამოყვანილია.
დაკარგული მამაკაცი მყინვარწვერის ფერდობზე სასრიალოდ იყო წასული, თუმცა ჯგუფს მოშორდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. სამაშველო ოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ როგორც მაშველები, ასევე მოხალისე მთამსვლელთა ჯგუფები.
თაგები:
მაშველები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს