Logo

მსახიობი ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

მსოფლიო
278
Frontnews image description

91 წლის ასაკში ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ბარდოს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად და მთელი ეპოქის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მსახიობმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმის „და ღმერთმა შექმნა ქალი“ გამოსვლის შემდეგ და 1950-იანი და 1960-იანი წლების ფრანგული კინოს ერთ-ერთ წამყვან ვარსკვლავად იქცა.

კლასიკურმა ფრანგმა კინოვარსკვლავმა კარიერა თითქმის 50 წლის წინ დაასრულა და მას შემდეგ ცხოველთა უფლებებს მიუძღვნა თავი, გახდა საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხოველთა უფლებების დამცველი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები