Logo

მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან

საზოგადოება
1278
Frontnews image description

მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი განიხილა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, მიხეილ ყაველაშვილის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო.

 

პროექტის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევს საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობა კიდევ ერთი წლით,  2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.

 

“პროექტის პირველი ეტაპი განვახორციელეთ შარშან და 1 იანვრამდე მოქმედებდა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. წარუდგენლობის ან დარღვევით წარდგენის შემთხვევაში სანქცია მოხსნილი იყო. ახლაც გთავაზობთ, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე სამშენებლო სექტორისთვის მოქმედებდეს იგივე რეჟიმი“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად  მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები