Logo

"მსურველთა კოალიცია", მზადაა უკრაინაში შემაკავებელი ძალები განათავსოს

უკრაინა
141
Frontnews image description

"მსურველთა კოალიცია" მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში შემაკავებელი ძალები განათავსოს.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კოალიციის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში შემდგომი ნაბიჯები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიციამ დადებითად შეაფასა ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ და აღნიშნა, რომ სხვა ზომებთან ერთად, კოალიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უკრაინაში მრავალეროვნული ძალების მეშვეობით.

"მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების ძალები განალაგონ, ასევე დახმარება გაუწიონ უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მისწრაფებას მიაღწიოს სამართლიან და მდგრად მშვიდობას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხვალ ვაშინგტონს ეწვევა ომის დასრულების დეტალების განსახილველად. ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში ევროპელი ლიდერები - გერმანიის კანცლერი, საფრანგეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისიის ხელმძღვანელი და ნატოს გენერალური მდივანი გაემგზავრებიან.

Advertisement