“მთავარი არხის” დაშავებული ოპერატორი ლევან აბლოთია თბილისში გადმოიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი არხის” დაშავებული ოპერატორი ლევან აბლოთია თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
მანამდე კი ის ქარელის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მის მოსანახულებლად “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შევიდა.
“დადგინდა, რომ არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. და ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ძაან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს