მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა და ქვეყნის მსახურებაში დიდი გამოცდილება აქვს.
როგორც გახარიამ განაცხადა, კახაბერ ქემოკლიძეს საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტური მუშაობა შეძლოს.
„მინდა, წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი კახა ქემოკლიძე. ის ჩვენს გუნდში წლებია, მუშაობს, არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე. წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანასა და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოეის აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები. მას საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ გაუძღვეს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა