
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის საფუძველზეც 16 ფიზიკურ პირს და 19 ოჯახს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. გადასაცემი ქონება დაინტერესებულ პირებს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ასევე გადაეცემა შვიდსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს. ოჯახი უძრავ ქონებაში წლების განმავლობაში ცხოვრობს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
მთავრობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს