“მთავრობის პასუხისმგებლობაა მშვიდობიანი გარემოს შექმნა მოქალაქეებისთვის, სამწუხაროდ, ეს 5 ივლისს ვერ დავინახეთ”


ავტორი
Front News საქართველო
“ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში უნდა წარმართოს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 5-6 ივლისის მოვლენებს, ამასთან, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების გამო წუხილი გამოთქვა.
“მთავრობის პასუხისმგებლობაა მშვიდობიანი გარემოს შექმნა მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლების გამოსახატად, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის გამოხატვა. სამწუხაროდ, ეს 5 ივლისს ვერ დავინახეთ. იმედი მაქვს, მომავალში იქნება მეტი დაფასება იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ძალიან ვწუხვართ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ყველას ტრაგედიაა, ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ჟურნალისტებს. ეს შოკისმომგვრელია. ძალადობა ნებისმიერი ფომით მიუღებელია, განსაკუთრებით როცა ეს მიზნად ისახავს მშვიდობიანად, კონსტიტუციური უფლების გამოხატვის ხელის შეშლას. მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობის თუ უმრავლესობის უფლება დაცული იყოს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანი, ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარმართოს. მნიშვნელოვანია, ქართველებმა მომავლის რწმენა და იმედი იგრძნონ”-განაცხადა დეგნანმა.
თაგები:
