“მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს, ყველა, “ნაცმოძრაობის” ყოფილი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გარდა”


ავტორი
Front News საქართველო
ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს.
ამ თემაზე ნიკა მელიამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა. მან ნიკა გვარამიას კითხვას, რაზე წყდება გული შემდეგნაირად უპასუხა:
გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ და გამპრავებელმა, აი, ამ ნათია მეზვრიშვილმა დამიცვა საჯაროდ. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა "ქოცმა" დამიცვა საჯაროდ, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზეც.
ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ გითხრა, რომ, აი, ამ ყველაფრის ფონზე, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემს დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც საქართველოს პრეზიდენტად, აი, ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე ამ კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის აღებას უყურა პირდაპირ ეთერში და ამაზე არ დაუძრავს ხმა.
მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავისზე და არაფერზე", – აცხადეს მელია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს