Logo

“მთლიანად ვიზიარებ ამ მიდგომას, რომ ხელისუფლებას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა”

საზოგადოება
811
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების შაჰინისა და რიშის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი საკუთარი მიდგომებით ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს. 

"მთლიანად ვიზიარებ ამ მიდგომას, რომ ხელისუფლებას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა. როდესაც ისეთი დიდი ხნის მეგობრები და სტრატეგიული ხედვის მქონე ადამიანები მორალურად და პრაგმატულად, საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერები – სენატორი რიში და სენატორი შაჰინი ასეთ მკაფიო გზავნილებს აკეთებენ ყველა საკითხთან დაკავშირებით. დღეს იმის ნაცვლად, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც ლობირებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ჩვენ კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სერიოზულად დაეხმარებოდა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ხელს შეუწყობდა, დღეს ჩვენი მეგობრები იძულებული არიან განიხილონ საკითხი საქართველოსთვის პირობების დაყენების დახმარებაზე, ეს არის კატასტროფული შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ შეტოპვას, მით უფრო მეტ ზიანს მოუტანენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას და დაიღუპავენ პოლიტიკურად თავს", – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

თაგები:

Advertisement