“მტკიცებულებების მოსაპოვებლად კარგი იქნებოდა სამუშაოს ჩატარება კომისიის მხრიდან ამ საქმეზე”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად შესაბამისი სამუშაოები ჩატარდებოდა, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს "ამ პოლიტიკური კლიმატის პირობებში", მისთვის უცნობია.
"ჩვენ კი ვიცით, რომ პოლიტიკურად ეს ამბავი ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და მათი გარემოცვის შეთითხნილია, მაგრამ მტკიცებულებების მოსაპოვებლად კარგი იქნებოდა კარგი სამუშაოს ჩატარება კომისიის მხრიდან ამ საქმეზე, რათა უბრალოდ, ხელშესახები დოკუმენტები გვქონდეს, როგორ დაგეგმეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ტყუილი და სიძულვილის კამპანია. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს ამ პოლიტიკური კლიმატის პირობებში. თუმცა, ამ კომისიის გამოყენება იმის არგუმენტად, თუ რატომ არის სწორი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა, შეცდომაა ყველა გულწრფელი ადამიანის მხრიდან და ამ კუთხით ნუ მიუდგებიან ამ საკითხს"-განაცხადა ბოკერიამ.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საგმოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით GDI გამოვიდა.
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
გუშინ, 4 მაისს, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს