Logo

“მტკივნეული რომც იყოს კომპრომისი, მაინც უნდა დავთმოთ ორივე მხარემ და მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას”

საზოგადოება
1462
Frontnews image description

ქვეყნის ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად ჩვენ თანახმა ვართ, კომპრომისებზე წავიდეთ – აღნიშნულის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ "ტვ პირველთან" განაცხადა. 

"პრეზიდენტ მიშელის მიერ მომზადებული 6-პუნქტიანი დოკუმენტი იქნება 6-პუნქტიანი და ყველა ამ საკითხზე იქნება კონკრეტული შემოთავაზება უკვე მედიატორისგან. მოგეხსნებათ, რამდენიმეთვიან ამ რთულ პროცესში, ჩვენ ვერ დავაახლოვეთ ჩვენი პოზიციები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თვლიან, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც პასუხისმგებლობა თავის თავზე ვერ აიღო ვერც ერთმა მხარემ, რომ მედიაციის გარეშე მივიდნენ შეთანხმებამდე, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი იყოს კომპრომისული, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მხარის მოთხოვნები 100%-ით არ იქნება ასახული ამ დოკუმენტში. ბუნებრივია, მოლოდინები უნდა გვქონდეს, რომ ყველა პუნქტთან დაკავშირებით მოგვიწევს კონკრეტული კომპრომისების გაწევა. კომპრომისი იქნება ორივე მხრიდან, სხვა შემთხვევაში ეს შეთანხმება არ შედგება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები და უნდა მოვემზადოთ, იმისთვის, რომ მტკივნეული რომც იყოს კომპრომისი, მაინც უნდა დავთმოთ ორივე მხარემ და მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას", – განაცხადა სამნიძემ.

თაგები:

Advertisement