მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა




