Logo

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალი
241
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძარცვის მიზნით  ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია სხვის საცხოვრებელ სახლში და 1997 წელს დაბადებულ ა.წ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ს.წ. დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები