
ავტორი
Front News საქართველო
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - "კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.
სწავლებაში მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ოღუზჰან შიმშექმა, აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა აზერ ქასიმოვმა და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს. შემაჯამებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამი ქვეყნის ერთობლივი პრაქტიკული სწავლებები ბოლნისში, სპეციალური ოპრაციების სრდლობის საპარაშუტე მომზადების სკოლასა და მუხროვანში მიმდინარეობდა, სადაც პირობით ობიექტზე კომბინირებული რეიდები განხორციელდა, საცეცხლე მხარდაჭერით მოიერიშე ჯგუფებმა განახორციელეს შენობის წმენდა, საინჟინრო აფეთქება და მოწინააღმდეგის განეიტრალება.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. შემდეგ წელს სწავლებას აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
თაგები:
"კავკასიის არწივი 2026“
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს