მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა
კონფლიქტები
13.09.2021 / 13:16


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა.
“რესის” ინფორმაციით, ჯიოევი საკუთარ ბაღში ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მისი ბესლანის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, რადგან ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დიაგნოზს შეეხება, შეიძლება მხოლოდ პაციენტის სურვილის შემდეგ გასაჯაროვდეს
თაგები:
