Logo

მურთაზ ზოდელავა - ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა

პოლიტიკა
46
Frontnews image description

ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა, - ამის შესახებ დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს.

"კი ბატონო, გამაშავეთ, მაგრამ 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში, ეს მხოლოდ მათი ტანჯვა არაა, მათი ოჯახებისაცაა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, პენსიონერი მშობლები ჰყავთ, დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში. ამ სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან, ახლა გავიცანი, გირაოს ეტაპზე იქნებ სხვა თვალით შეხედოთ, საქართველოა.

ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა..
4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს, "ენჯეოები" არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი, ამ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება...

იმ 60 ადამიანსაც არ ჰყავს არავინ მომკითხავი, დიდი შიშია, ნათესავი, ან ოჯახის წევრი თუ მოვა. ეს ჩემი შინაგანი გულწრფელი პოზიციაა",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

Advertisement