Logo

მურთაზ ზოდელავა - პროტესტი სულ ასეთი იყო შეხლა-შემოხლით, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება

სამართალიპოლიტიკა
111
Frontnews image description

თუ რამე აქცია ჩატარებულა საქართველოში და ექსცესი მომხდარა, სულ იყო ამ ფორმით, არასდროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ გასცდენია, - ამის შესახებ დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო.

“თუ რამე აქცია ჩატარებულა საქართველოში და ექსცესი მომხდარა, სულ იყო ამ ფორმით, არასდროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ გასცდენია. პირველად, 20 ივნისს მოხდა, როცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაჩნდა სისხლის სამართლის წესით. ამის შემდეგ, უკვე ხელისუფლება ცდილობს ბრუტალური დასჯის მეთოდები შემოიტანოს, რაზეც ადრე ადმინისტრაციულით რეაგირებდა, ახლა უკვე 4-დან 6 წლამდე მუხლია. 

საქართველო რაც დამოუკიდებელია, პროტესტი სულ ასეთი იყო - შეხლა-შემოხლით, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისგება იყო მხოლოდ სახელმწიფოს რეაგირება", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები