Logo

“მზად ვარ პირადი მაგალითი ვუჩვენო, მივიდე და ნებისმიერ დროს გავიკეთო საჯაროდ ვაქცინა”

საზოგადოება
583
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მზად არის ვაქცინა საჯაროდ ჩაიტაროს. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის კუთხით ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არსებობს. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს დაზიანებული

"მთელი რიგი ექსპერტები საუბრობენ, რომ მესამე ტალღას უნდა ელოდოს მსოფლიო და ერთადერთი ხსნა ამ პირობებში არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, საქართველოში ამ კუთხით გვაქვს ორი დიდი პრობლემა, პირველი – დაგვიანებით მივიღეთ ვაქცინა და ძალიან მცირე რაოდენობით და მეორე – სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს დაზიანებული, ეჭვები გააჩინოს საზოგადოებაში ამ კუთხით. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პირველ რიგში ქვეყნის ხელმძღვანელობამ უჩვენეს პირადი მაგალითი მოქალაქეებს ვაქცინაციასთან მიმართებაში. საქართველოში კი რა ხდება ვაქცინაცია დაწყებულია და სამწუხაროდ ისე არიან გაჩუმებულები, რომ თითქოს არაფერია. მეგობრებო, ვერ გავიგე თქვენ მართლა ანტივაქცინაციის კამპანიაში ხართ მე მგონი ჩართული?! მივმართავ ღარიბაშვილს, მინისტრებს, თქვენ პირდაპირ ხართ ჩართული.

მე ჩემი მხრივ, მივმართავ მთავრობას, მზად ვარ პირადი მაგალითი ვუჩვენო, მივიდე და ნებისმიერ დროს გავიკეთო საჯაროდ ვაქცინა, იმიტომ, რომ ამ ვაქცინაში არანაირი პრობლემა არ არის და ეს არის ხსნა და შველა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement