Logo

მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ "სტიკერის" გაკვრის გამო 1 000 ლარით დააჯარიმა

სამართალი
229
Frontnews image description

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ "სტიკერის" გაკვრის გამო 1 000 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. 

გადაწყვეტილება მოსამართლე მარინა ფომაევამ გამოაცხადა.

ამავე სხდომაზე ოქმის შემდგენი პოლიციელები გამოიკითხნენ.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement