მზია ამაღლობელი - მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ

ავტორი
Front News საქართველო
მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ, ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა, - ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს.
"პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ, ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა. სათქმელი არაფერია გარდა იმისა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული დაცვისთვის.
ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვას სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს. მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის", - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
თაგები:
მზია ამაღლობელი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


