Logo

მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები სოლიდარობის ნიშნად რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ

საზოგადოება
153
Frontnews image description

დღეს მზია ამაღლობელის დაკავებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. მისი კოლეგები და მეგობრები სოლიდარობის ნიშნად რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბნენ.

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს კედელზე საწებავი სტიკერის გაკვრის გამო.

ადმინისტრაციული პატიმრობიდან ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს – ამჯერად სისხლის სამართლის მუხლით, აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც პროკურატურამ შეაფასა თავდასხმად.

დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, იგი ბათუმში გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები