Logo

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

სამართალი
331
Frontnews image description

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომას მოსამართლე ნინო სახელაშვილი წარმართავს.

წინა სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს მოსამართლემ, ის თავს დამნაშავედ არ თვლის.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement