Logo

ნაჩო სანჩესი - ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, "დიფ სთეითია“

პოლიტიკა
125
Frontnews image description

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

"ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არ მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, როგორც მოქალაქეებს ეპყრობიან – ბავშვებივით, არასრუწლოვნებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ დარბაზში კეთდება ქვეყნის შესახებ. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიცაა მზია ამაღლობელი. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი პრესის თავისუფლების წინააღმდეგ სასაცილო ზომებით.

ზოგჯერ, მაგალითად, თუ ჟურნალისტები იყენებენ სიტყვებს: არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან რუსული რეჟიმი – ყველა ეს გამონათქვამი, ყველა ეს გამოხატულება აკრძალულია იმ ქვეყანაში“, – განაცხადა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას.

Advertisement